გამოტოვეთ ნავიგაცია- გადადით სარჩევზე
ამოირჩიეთ ენა: English | ქართული

განცხადება სატენდერო წინადადებების წარმოსადგენად

არასამთავრობო ორგანიზაცია “აგრო-ბიზნეს კინსალტინგი” (ABC) 2008 წლის ივლისიდან ახორციელებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბიზნესის განვითარების პროექტს (BDP).

პროექტი ინიცირებულია და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი”-ს (BTC) კომპანიაში და მისი ძირითადი მიზანია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მიმდებარე დასახლებულ ტერიტორიაზე, კერძოდ კი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჰარმონიული გარემოს შექმნა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის გზით. 
 
“სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბიზნესის განვითარების პროექტი”-ს  ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს რეგიონში სარძეო მეძროხეობის სექტორის გაუმჯობესება, რამაც წარმოების გაფართოვების, ინვესტირების, ფერმერების მიერ წარმოებული ნედლეულის გადამუშავებისა და მარკეტინგის გაუმჯობესების გზით,  მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს საოჯახო და აგრობიზნესის მთლიანი შემოსავლები.

“სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბიზნესის განვითარების პროექტი”-ს ფარგლებში ქ. ახალციხეში აშენდა და შესაბამისი დანადგარებით აღიჭურვა რძის გადამამუშავებელი  საწარმო. ასპინძის, ახალციხის და ადიგენის რაიონებში დაარსდა 7 რძის მიმღები კოოპერატივი, რომლებიც  აღიჭურვა რძის მიმღები და გამაციებელი დანადგარებით. კოოპერატივების მიერ მოცულ ფერმებში ორგანიზებულია ვეტერინარული მომსახურება. კოოპერატივებიდან რძის გადამამუშავებელ საწარმომდე ნედლეულის ტრანსპორტირებისთვის შესყიდულა 2 რძისმზიდი მანქანა.

პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, მის ერთ-ერთ ძირითად ამოცანას წარმოადგენს ამ კომპლექსის სრული დატვირთვით, კოოპერატივების მიერ წარმოებული ნედლეულით, გამართული მუშაობის ორგანიზება, რაც ფერმერთა შემოსავლების ზრდის სტაბილური წყარო უნდა გახდეს.

ორგანიზაცია “აგრო-ბიზნეს კონსალტინგი” აცხადებს ღია ტენდერს საინვესტიციო პარტნიორის გამოვლენის მიზნით, რომელსაც უსასყიდლოდ გადაეცემა საწარმოო კომპლექსის  საკონტროლო წილი. საინვესტიციო პარტნიორი ვალდებულია აიღოს პასუხისმგებლობა ტენდერით გადაცემული აქტივების მაქსიმალურად რაციონალურად გამოყენებაზე, ეფექტიანად მართვაზე და ინვესტიციების განხორციელებით მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკური შედეგების მიღწევაზე.

ტენდერზე ერთ ლოტად, როგორც ერთიანი მთლიანი კომპლექსი, გამოტანილია მიწა, მასზე აშენებული საწარმოს შენობა, შენობაში განთავსებული დანადგარები,  კონტეინერები, რძის ჩამბარებელ პუნქტებში განთავსებული ძირითადი საწარმოო საშუალებები, რძისმზიდი სატრანსპორტო საშუალებები და პროექტის ფარგლებში შეძენილი სხვა საწარმოო საშუალებები.

ტენდერში მონაწილეობის უფლება ექნებათ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში რეგისტრირებულ ყველა დაინტერესებულ ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ტენდერში მონაწილეთათვის სახელმძღვანელოში მითითებულ მოთხოვნებს.
ტენდერში მონაწილე დაინტერესებულ კომპანიებს მოეთხოვებათ წარმოადგინონ სატენდერო წინადადება სტანდარტული ფორმით ქართულ ენაზე, ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით.
ტენდერის შესახებ დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია “აგრო-ბიზნეს კონსალტინგი”-ს ვებ-გვერდზე www.abcgroup.ge  და  ოფისებში მისამართებზე:
თბილისი, გამრეკელის ქ. #19, მე-5 სართული, ოთახი #504,
ბორჯომი, ერეკლეს ქ. # 37.
ტენდერის შესახებ კითხვების გამოგზავნა შესაძლებელია 2009 წლის, 20 აგვისტომდე, 18:00 საათამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე:
abc@abcgroup.ge
abcgroup@gol.ge
ბორჯომის ოფისში, 2009 წლის, 10 და 14 აგვისტოს, 12 საათზე, ჩატარდება საკონსულტაციო შეხვედრა.
წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2009 წლის, 31 აგვისტო, 18:00 საათი.


”სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ბიზნესის განვითარების პროექტი” ინიცირებული და დაფინანსებულია  BP -ის და მისი პარტნიორების მიერ 'ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი'-ს კომპანიაში ( BTC)

ბოლო სიახლეები
დაბრუნება ზევით
© 2006-2014 BP p.l.c. | ოფიციალური შეტყობინება | დებულება კონფიდენციალურობის შესახებ